„ეს შეხვედრები ძალიან ნაყოფიერია მოსწავლეების ესთეტიკური განვითარებისა და მათი კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების საქმეში. დატვირთული სასწავლო პროცესის შემდეგ მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ელოდებიან ყველა შეხვედრას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროექტი „კინო სკოლაში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით იმართება.
იხილეთ ფოტოები