თბილისის N71 საჯარო სკოლას სტუმრად აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ეწვია
22-11-2018

თბილისის N71 საჯარო სკოლას სტუმრად ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი, პროფესორი რობ დანინი.

ვიზიტი მოიცავდა დაწყებითი საფეხურის ინგლისური ენის გაკვეთილებზე დასწრებას და სამუშაო შეხვედრას, გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ასევე, სტუმარი შეხვდა სკოლის დირექციის წარმომადგენლებსა და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

საუბარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ინტერაქციისას სტუმარი პასუხობდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეკითხვებს.

„სასიამოვნო იყო, ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიონალიზმისა და სკოლის ადმინისტრაციის სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებასთან მიმართებაში სწორი ხედვის, აღიარება  სტუმრის მხრიდან. შეხვედრამ   საინტერესოდ  და ნაყოფიერად ჩაიარა. ამასთანავე, განისაზღვრა ჩვენს შორის მომავალი, თანამშრომლობითი ურთიერთობების პერსპექტივები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203