დამიის საჯარო სკოლაში ნორჩ შემოქმედთა კონკურსი ჩატარდა
22-11-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლაში ნორჩ შემოქმედთა კონკურსი თემაზე „ქარვისფერი შემოდგომა“ ჩატარდა.

მოსწავლეთა საკონკურსო ნამუშევრები სკოლის დერეფანში გამოიფინა, გამარჯვებულები კი ხმის მიცემის წესით გამოვლინდნენ. 

ხმის მიცემის პროცესში მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

გამარჯვებულები სკოლის წარმომადგენელმა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა, სამახსოვრო სიგელები კი კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა. 

აქტივობა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის მზია გუნიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203