მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს როლებში „ხილთა ქება“, მხატვრულად წაიკითხეს შემოდგომის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ლექსი, სიმღერებით გააფორმეს საღამო და მასწავლებლების დახმარებით მოაწყეს საშემოდგომო კუთხე.
ღონისძიების დასასრულს, დააგემოვნეს თათარა, სხვადასხვა ხილი და რაც მათთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო იყო, საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები. აღსანიშნავია ის, რომ მათ, პირველად მიიღეს მონაწილეობა მსგავს საშემოდგომო რიტუალში და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
ღონისძიებას უძღვებოდნენ დაწყებითი კლასის დამრიგებლები და ესწრებოდნენ: სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღმზრდელები.
იხილეთ ფოტოები