ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლისა და ხრესილის საჯარო სკოლის (დირექტორი ზვიად კუბლაშვილი) მე-5 კლასის მოსწავლეებს შორის პირველი,გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მიზანი იყო გერმანული ენის სწავლისა და სწავლების შედეგი ენის სწავლების პირველ წელს A1 დონეზე. ორივე სკოლის მოსწავლეებმა აჩვენეს გერმანული ენის ცოდნის კარგი შედეგი მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე.
ხრესილის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგ ლალი ძოწენიძის და კურსების სკოლის პედაგოგ ნატო აბესაძის ინიციატივით, ამ დღეს საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობის პროექტს, რომელიც გაგრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.
შეხვედრას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს ორივე სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა.
იხილეთ ფოტოები