წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ „სკაიპ- მარათონს“ შეუერთდა
22-11-2018

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა, მიმდინარე წლის 13-14 ნოემბერს, შეუერთდა კომპანია „მაიკროსოფტის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ყოველწლიურ გლობალურ „სკაიპ- მარათონს“ - skype-a-thon 2018.

ასობით ათასი მოსწავლე, მასწავლებელი და მომხსენებელი დაუკავშირდა ერთმანეთს „სკაიპის“ საშუალებით და 48 საათის განმავლობაში გაიარეს 38 028 259 ვირტუალური კილომეტრი.

წელს „მაიკროსოფტი“ მხარს უჭერს „გაეროს“ მდგრადი განვითარების N4 მიზანს-„ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის“ და ამ მიზნის ფარგლებში, გავლილი კილომეტრები გადაცვლილ იქნა ვალუტაში, რაც ხელს შეუწყობს 35 000 მოზარდის დაფინანსებას ხარისხიანი განათლებისთვის.

„ჩვენ დავუკავშირდით 11 ქვეყნის 27 სკოლას და გავიარეთ დაახლოებით 160 934 კილომეტრი და გავხდით ამ საქველმოქმედო აქციის თანამონაწილენი.

„სკაიპჩართვების“ გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს ტექნოლოგიების დაუფლებას და გამოყენებას სწავლისას, უცხო ენის დაუფლებას, სხვადასხვა ქვეყნების შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავებას, ამა თუ იმ ხალხის ისტორიის, კულტურის, ეკონომიკის, ბუნებრივი პირობების გაცნობას, ანალიზის უნარის განვითარებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203