ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლამ მიმდინარე წლის წლის 22 ნოემბერს დაასრულა თავისუფალი გაკვეთილების პროექტი ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშების სახით, რომელშიც გამოვლინდნენ ფინალისტები.
სკოლის ინტელექტუალებმა ბიბლიოთეკას საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით შესძინეს ქართული მწერლობის შედევრები „პალიტრა კლასიკის“ სერიიდან.
ინდივიდუალურმა თამაშმა წარმოაჩინა პერსონალური შესაძლებლობები და მოსწავლეებს მისცა მეტი მოტივაცია საკუთარი ცოდნა-გამოცდილების უმცროს კლასელებზე გასაზიარებლად.
თამაში წარიმართა რეიტინგებით. საუკეთესოთა შორის იყვნენ ლუკა ჯაბურია, ვახტანგ ჯაბურია, გიორგი ხარამიშვილი, ნინო ხარამიშვილი და კოკა ჭილაია.
იხილეთ ფოტოები