ორპირის საჯარო სკოლის კალათბურთის გოგონათა გუნდმა მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა
22-11-2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ორპირის საჯარო სკოლის კალათბურთის გოგონათა გუნდმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა. 

შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართა. სპორტული ღონისძიება ვაჟთა და გოგონათა კატეგორიაში მოეწყო.

სულ მუნუციპალიტეტის მასშტაბით შეჯიბრში გოგონათა 6 და ვაჟთა 10 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული მოასპარეზე ჯგუფი 3 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისაგან შედგებოდა, რომელთაც თან ახლდა 1 მწვრთნელ-მასწავლებელი.

 ფინალში ერთმანეთს გოგონებიდან - N7 და ორპირის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება გოგონებიდან ორპირის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომლებიც გაზაფხულზე რეგიონალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.

გუნდის წევრები არიან: ქრისტინე დოღონაძე მე-11 კლასი, სალომე ჟორჟოლაძე მე-11 კლასი,ანი გაბელაშვილი მე-11 კლასი და ლიზი კიკნაველიძე მე-8 კლასი.

გუნდის მწვრთნელი- სპორტის მასწავლებელი ნუნუ გორგიძეა.  

ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203