ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის საჯარო სკოლამ ასი წლის იუბილე იზეიმა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრები: ტადაჰარუ უეჰარა (იაპონიის ელჩი), მარიამ ჯაში (პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის თავჯდომარე) და რამაზ ბლუაშვილი (მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდის „nova”- ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კინორეჟისორი) ესწრებოდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამ უკანასკნელის ინიციატივა იყო ზემოხსენებული სტუმრების მოწვევა.
სკოლას საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს, მერიის, გამგეობის, საგანმანათლებლო რესურცენტრის, პროფკავშირის და პრესის წარმომადგენლებმა.