თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს გაეცნენ
23-11-2018
თბილისის N108 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ასმათ ვასაძის და ხელოვნების პედაგოგ თამარ სეფაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას - „ვაზი და ღვინო საქართველოში“ დაესწრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს გაეცნენ და არქეოლოგიურ არტეფაქტები და ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს.
პროგრამა გაფორმებული იყო მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს, ბავშვები ჩაერთვნენ სახალისო და პრაქტიკულ აქტივობებში.