ლახამულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული პორტაბელური კომპიუტერით დააჯილდოვეს
23-11-2018
ლახამულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლე ლუკა კვირიკაძე გამორჩეული სწავლისთვის პორტაბელური კომპიუტერით დააჯილდოვეს.
სკოლის დირექციის ცნობით, ლუკა დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო, რადგან ის სწავლას რუსთავში აგრძელებს, თუმცა მისი საჩუქარი სკოლის დირექტორმა ჩაიბარა და მას ელოდება.
ლახამულის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები ლუკას საჩუქარს ულოცავენ და მას კიდევ მეტ წარმატებას უსურვებენ.
პროექტი - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ რამდენიმე წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება.
პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელშეწყობა.