„დირექტორი სასკოლო საზოგადოებაზე შეყვარებული და მასზე მზრუნველი უნდა იყოს“ - თამაკონის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს თამაკონის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი აზა გადელია გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვები განათლებულ და კონკურენტუნარიან, ღირსეულ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ.
საუკეთესო მოსწავლე არის ცოდნით, ქცევითა და აქტივობებით გამორჩეული, წარმატებისკენ ორიენტირებული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულითა და თავისი აღზრდილი მოსწავლეებით.
დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, ინოვატორი, სასკოლო საზოგადოებაზე შეყვარებული და მასზე მზრუნველი.
განათლება არის ცოდნის, უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და წარმატების ერთობლიობა.