თბილისის N129 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ზეიმით გააცილეს.
IIბ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება „დაილოცოს“ გამართეს. მათ დამრიგებელი მაია ღონღაძე ხელმძღვანელობდა.
IIIა კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა სპექტაკლით „რწყილი და ჭიანჭველა“ გააცილეს. პატარა მსახიობების შემოქმედებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება გამოიწვია. მესამეკლასელებს დამრიგებელი ლიანა მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები