ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
23-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს.
სომეხმა და აზერბაიჯანელმა პატარებმა მშობლიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე სიმღერები შეასრულეს და ლექსები წარმოთქვეს.
დარბაზში გამოფენილი იყო პატარების ნახატები, რომლებსაც ავტორთა ვინაობა მიწერილი არ ჰქონდა. 4 მშობლის, 2 უფროსკლასელის და ერთი პედაგოგისგან შემდგარი ჟიური კი სამქულიანი სისტემით აფასებდა ნამუშევრებს.
გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაბამისი სიგელები გადაეცემათ.