თბილისის N154 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
23-11-2018
თბილისის N154 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, ნანა კაკაბაძემ მე-3 კლასში ქართულ ენაში სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარა.

ინტეგრირება მოხდა საგნებთან - ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება.

გაკვეთილის თამა იყო იაკობ გოგებაშვილის იგავ-არაკი - „სპილო და ჭიანჭველები“.

გაკვეთილი საინტერესო და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ და იაქტიურეს, იმუშავეს როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა შეძლეს იგავ-არაკის პერსონაჟების მოქმედებების, ემოციებისა და გრძნობების შეფასება, მთავარი იდეის ამოცნობა, მსჯელობა, დასკვნების გაკეტება და პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.

„მოსწავლეებს კოგნიტური სქემების დახმარებით განუვითარდათ ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების უნარი. საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და გააცნობიერეს სახელმწიფოს როლი ადამიანის უფლებების დაცვაში. ჯგუფურმა მუშაობამ, პრობლემისადმი შემოქმედებითად მიდგომამ, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებამ, ხელი შეუწყო ცოდნის გამთლიანებასა და ტრანსფერის უნარის განვითარებას მოსწავლეებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203