ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში ნოემბრის თვეში გვიანი შემოდგომის აღნიშვნა ტრადიციაა. ღონისძიებას ორგანიზება მუსიკის პედაგოგმა ციცინო ფრუიძემ და დაწყებითი კლასების პედაგოგმა თეა ობოლაძემ გაუწია.
ღონისძიებისთვის სივრცე მოეწყო. გაფორმების პროცესში ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბის - „ქართული ენის მატარებელნი“ წევრი მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელი ნინო კაკუშაძე და უფროსი მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ შემოდგომის ჭირნახული გამოფინეს. მე-8 კლასის მოსწავლე თათია ხერხაძემ და მე-9 კლასის აღსაზრდელმა ელენე გვეტაძემ კი სკოლის კედლები თემატური ნახატებით მოხატეს.
პედაგოგმა კლარა მინდიაშვილმა თათარა მოამზადა. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და იმღერეს. I-II კლასიის მოსწავლეებმა ნინო და თამარ გოგელაშვილებმა, თათია ხერხაძესთან ერთად მინი-სპექტაკლი - „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ გაითამაშეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორმა ეკა აბესაძემ სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიღწევები მიმოიხილა და მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, დირექტორმა მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რამდენად საინტერესო და ნაყოფიერია სკოლის ცხოვრება.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ციხიის საჯარო სკოლისათვის ოქტომბრის თვეც გამორჩეული იყო. სკოლის წარჩინებული მოსწავლე ანა ჩუბინიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერით დაჯილდოვდა. ორ პედაგოგს ნინო კაკუშაძესა და ლია ობოლაძეს კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
იხილეთ ფოტოები