ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
23-11-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის,  ჩაისუბნის საჯარო სკოლაში, მე-8 კლასის მართველობის ლიდერის გიორგი ირემაძის და მისი კლასელების ინიციატივით, დასუფთავების აქცია - ,, ჩვენ ვართ ჩვენი გარემო“ გაიმართა. 

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო და მიმდებარე გარემო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. 

„მერვეკლასელებმა ინიციატივა  თანასკოლელებს გააცნეს და ბევრი მოხალისე გამოჩნდა ამ საქმეში. მადლობა ყველას ამისთვის და კიდევ იმისთვის, რომ გაითავისეს გარემოს მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203