ქარელის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-11-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
უცხო ენების კათედრის თავჯდომარემ მაია ქველაძემ და პედაგოგებმა - მაკა მარჯანიძემ, ნინო მურადაშვილმა, იზო ედილაშვილმა, მარინა სომხიშვილმა, ნინო კალანდარიშვილმა, მანანა ბაშინ-ჯაღელმა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დაგეგმეს და მოსწავლეებთან ერთად განახორცილეს. მათ შორის, მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე პლაკატები მოამზადეს.
16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.