„განათლება სხვისი ცოდნის აღიარებაა“ - ტყიბულის N7 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ტყიბულის N7 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ნანა ბოჭორიშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოზარდები ცოდნას ეუფლებიან და ურთიერთობებს სწავლობენ.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელსაც ყველა საგანში თანაბრად შეუძლია ლოგიკურად იაზროვნოს.
პედაგოგი ფასობს ინტელექტით, სწავლების ეფექტური მეთოდებითა და სამართლიანი შეფასებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, კომუნიკაბელური და წინსვლაზე ორიენტირებული.
განათლება არის ინტელექტი, თავმდაბლობა, სხვისი ცოდნის აღიარება...