ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „მინი-მუზეუმი სკოლაში“ განახორციელს
23-11-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგანის - „მე და საზოგადოება“ სწავლის პროცესში პროექტი „მინი-მუზეუმი სკოლაში“ განახორციელს. სკოლის წარმოამდგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მუზეუმში ქცევის წესების გაცნობას, ასევე ქუთაისში არსებულ მუზეუმებში ექსკურსიას და სამუზეუმი „ექსპონატების“ დამზადებას და მუზეუმის ექსპონატად გამოსაყენებელი ნივთების მოძიებას.
„საგანი „მე და საზოგადოება“ წელს პირველად შემოვიდა სკოლაში და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეთათვის ძალიან საჭირო ინფორმაციებს გვაწვდის. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში, დაამზადეს კედლის გაზეთები, მოირგეს გიდის როლი და უმასპინძლეს მოწვეულ სტუმრებს. საგანი „მე და საზოგადოება“ ძალიან საინტერესო დააქტუალურ პრობლემებზეა ორიენტირებული“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.