ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნავენ
23-11-2018
ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნავენ.

მოსწავლეებმა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით მოპოვებული ჯანსაღი ბზა დაკალმეს, ქოთნებში ჩარგეს და უსაფრთხო გარემოში განათავსეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაფესვიანების შემდეგ მოსწავლეები ბზებს ბუნებრივ გარემოში გადაიტანენ.

ჩატარებულ აქტივობას კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203