„პედაგოგი თავისი ღირსებით ფასობს“ - ნამაშევის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ნამაშევის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მინდია გველებიანი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ცოდნის საუნჯეა.
საუკეთესო მოსწავლე არის გონიერი, ბეჯითი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს თავისი ღირსებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი, სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პიროვნება.
განათლება არის წარმატებული მომავალი.