„სკოლა ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ავითარებს“ - ზედა საზანოს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
26-11-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, საკუთარ ხედვებს ზედა საზანოს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი მამუკა მექვაბიძე გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი განათლების მიღებასთან ერთად ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ივითარებს. 

საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც აკადემიურ განათლებას ზრდილობას, პატივისცემასა და საზოგადოებრივ აქტივობებს უთავსებს.

პედაგოგი ფასობს
 განათლებითა და შემოქმედებითი უნარებით.

დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, სასკოლო ცხოვრების წარმატებაზე ორიენტირებული.

განათლება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც ადამიანს თვითდამკვიდრებაში ეხმარება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203