„განათლება ჰაერივით საჭიროა“ - ბლიცინტერვიუ ჯვარის N4 საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორთან
26-11-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

ამჯერად, საკუთარ ხედვებს ჯვარის N4 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი გერონტი გოგოხია გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც ცხოვრებისეული ბაზისი იქმნება და ის განათლებით, ადამიანობითა და მონდომებით გაშენდება.

საუკეთესო მოსწავლე არის
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, პასუხისმგებლობიანი და სხვებზე მზრუნველი ახალგაზრდა.

პედაგოგი ფასობს
 აღზრდილი თაობითა და თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით - „თუ ბედავ ასწავლო სხვას, შენც უნდა იზრუნო თვითგანვითარებაზე...“

დირექტორი უნდა იყოს უშუალო ლიდერი, პროფესიონალი, გაწონასწორებული და სასკოლო საზოგადოების წარმატებაზე ორიენტიდებული.

განათლება არის ჰაერივით საჭირო და წარმატებისთვის  აუცილებელი, ყველა პრობლემის გასაღები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203