ხაშურის მუნიციპალიტეტის წრომის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჰელოუინი აღინიშნა.
გარემომ და მონაწილეთა იერსახემ მასწავლებლებზე და მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„ეს დღესასწაული
პირველად აღინიშნა ჩვენს სკოლაში და ხიბლიც თავისებური ჰქონდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებმა ღონისძიებით ძალიან ისიამოვნეს და მადლობა გადაუხადეს სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს დალი სულაშვილს
.
იხილეთ ფოტოები