Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი თემურ ქურციკიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც განათლებული ქვეყნის მომავალი აღიზრდება.
საუკეთესო მოსწავლე არის გონიერი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს წარმატებული მოსწავლეებით.
დირექტორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი, საქმის პროფესიონალი და სასკოლო ცხოვრების წარმატებისკენ წარმმართველი.
განათლება არის ძალა.