დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქორეოგრაფიული ფლეშმობი მოაწყეს
26-11-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მარტვილის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრის -„ბუმი“ 10 წლის იუბილეს აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა სავაჭრო ცენტრის შიდა სივრცეში სახალისო ქორეოგრაფიული ფლეშმობი მოაწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა წარმოდგენას აღფრთოვანებით შეხვდა როგორც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ისე მომხმარებლები.
„ჩვენი მოსწავლეების ჩართულობამ ბიძგი მისცა ცალკეულ წყვილებსა თუ ჯგუფებს გამოევლინათ თავიანთი ქორეოგრაფიული შესაძლებლობები. ცეკვა მოხვდა „ბუმის“ სიუბილეო პრომო-ვიდეოში. გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები სავაჭრო ცენტრის დირექტორთან, რომელმაც უღრმესი მადლობა გამოუცხადა როგორც პედაგოგებს, ასევე მონაწილეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.