თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერნეტ გადაცემას ამზადებენ
26-11-2018
თბილისის N37 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის „კარცერი-ლუქსი“ წევრები ინოვაციურ პროექტს - „მოსწავლის პირისპირ“ ახორციელებენ. სკოლის აღსაზრდელები youtube-ს არხზე ინტერნეტ გადაცემას - „მოსწავლის პირისპირ“ ამზადებენ.
პროექტს პედაგოგი თამარ ჩხაიძე ხელმძღვანელობს.
გადაცემის წამყვანები ევგენია მანუკოვა და კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არიან.გადაცემის რეჟისორი და მონტაჟის სპეციალისტი კარენ გრიგორიანია, ოპერატორი კი დავით აივაზოვი.