როდემდე გაგრძელდება მზიანი ამინდები - იხილეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
26-11-2018

მიმდინარე წლის 26-27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 26-27 ნოემბერს +12, +14, ხოლო 28-29 ნოემბერს +15,+17 გრადუსი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203