ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ
26-11-2018
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI, VII, IX კლასის მოსწავლეები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თეატრის დირექტორის მიწვევით, იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელები, დამირგებლების - დოდო ქათამაძის, მაია აბესაძის, ლოლა ტოფაძის და სკოლის ბიბლიოთეკარის მანანა კაპანაძის ხელმძღვანელობით, თბილისიდან გასტროლებზე ჩასული თეატრალური დასის სპექტაკლს - გოგოლის „შინელი“ დაესწრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.