გორის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში პროექტი -„ჩემი სკოლის ეზო“ განხორციელდა.
პროექტში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტი 20-საათიან კურსს მოიცავდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზანად ისახავადა ფუნქციადაკარგული ადგილების გასუფთავებას და ჯაგებისგან გაწმენდას.
სკოლამ ასევე ქოთნები შეიძინა, სადაც მოსწავლეებმა მცენარეები გადარგეს.
„ვაგრძელებთ აღნიშნულ საქმიანობას, სადაც ჩართულნი არიან მოხალისე მოსწავლეებიც. ასევე მიზნად დავისახეთ მყუდრო კუთხის მოწყობა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები