თბილისის N146 საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატებში „დაასრულე ძალადობა“ მონაწილეობდნენ
26-11-2018
უნისეფის მხარდაჭერით თბილისის საჯარო სკოლებისთვის ორკვირიანი ტრენინგები ჩატარდა, რის შემდგომაც გაიმართა დებატები თემაზე „დაასრულე ძალადობა“. 

ტრენინგსა და დებატებში მონაწილეობდნენ თბილისის N146 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დებატებში გაიმარჯვეს და სამი დღით ილიას უნივერსიტეტის სასწავლო ბაზაზე, ყაზბეგში გაემგზავრნენ. 

სასწავლო ბაზაზე ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

წარმატებული მოსწავლეები უნისეფის წარმომადგენლებმა ილიას უნივერსიტეტში სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. დაჯილდოებას ესწრებოდნენ წარმატებული სკოლის დირექტორები და პედაგოგები. 

თბილისის N146 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ლიკა ვეკუას, ანამარია ქუთათელაძეს, ნინო ყველაშვილს, მარიამ ხუციშვილს, თამუნა მერებაშვილს, მაგდა კეკელიძეს, ნინო დანელიანს, ანანო ბარამიას და სალომე სიჭინავას. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203