თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში გამოიფინა
26-11-2018
თბილისში მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება გაიმართა.
სასახლის თეთრ დარბაზში თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.
პედაგოგი ხათუნა გურული და მისი მოსწავლეები: ანა გეწაძე, გიორგი ერმოლენკო, გიორგი მუჯირი, მარი მუჯირი და თამარ დოლაკიძე „მოპოვებული წარმატებისათვის“ დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები