ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე კედლის გაზეთი გამოუშვეს
26-11-2018
ხონის მუნიციპალიტეტის, ქუტირის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებელის ირინა უგულავას ხელმძღვანელობით პროექტი - „ადამიანი და გარემო“ განახორციელეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გარემოსდაცვით თემებზე კედლის გაზეთი გამოუშვეს და თალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. იხილეთ ფოტოები