თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძება სახელწოდებით „შემოდგომის ზეიმი“.ღონისძიება, რომელიც ძევრის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მიმდინარეობდა, კლასის დამრიგებლის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ქონდათ ენახათ ძევრის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეთა მიერ წაკითხული ლექსები და შემოდგომის თემატიკაზე შესრულებული სიმღერები.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ღონისძიება იყო ძალიან ფერადი და დასამახსოვრებელი. პედაგოგების დახმარებით მათ ამოავლეს ჩურჩხელები და თეატრალური სანახაობები შესთავაზეს ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს.
იხილეთ ფოტოები