ტყიბულის N4 საჯარო სკოლა ღია გაკვეთილებს აქტიურად ატარებს
26-11-2018

ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო „საქართველოს ეროვნული ნაკრძალები“.

ღია გაკვეთილზე გამახვილებული იყო ყურადღება ვაშლოვნის, ლაგოდეხის და ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალებზე. რომელზეც მასალები მოამზადეს ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა.

მათ მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ. გაეცვნენ ბუნებრივ საფარს, რელიეფს და ცხოველთა სამყაროს. მოამზადეს პრეზენტაციები  და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.

სკოლის დირექცია ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის ტყიბულის N4 საჯარო სკოლის პედაგოგს ლელა აშოთიას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203