აჭყვას საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
26-11-2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლეები - დიანა დემერჩოვა, გიორგი ემირიძე და დავით დუმბაძე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203