ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში სკოლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე იზეიმეს
26-11-2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში სკოლის დაარსების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, სკოლის დირექტორმა ნინო თოდიძემ ამაგდარ პედაგოგებთან ერთად გაიხსენეს სასწავლო დაწესებულების განვითარების ისტორია, სკოლის წარმატებები, სკოლაში მოღვაწე პედაგოგები დაარსებიდან დღემდე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე თანამშრომლებთან ერთად.
ბონდო სოფრომაძემ დამსწრე საზოგადოებას, სკოლის პედკოლექტივსა და მოსწავლეებს მიულოცა სკოლის იუბილე, შემდგომი ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა და სიმბოლური საჩუქარი - „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო გამოცემა გადასცა.