საღოლაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბრეთის თემის საკრებულოს ესტუმრნენ
26-11-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის საღოლაშენის საჯარო სკოლაში არსებული კლუბი „მერანი“, პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ბრეთის თემის საკრებულოს ესტუმრა. 

მოსწავლეებმა საკრებულოს წევრებთან ერთად განიხილეს სოფელში არსებული პრობლემები, ისაუბრეს საკრებულოს მუშაობის რიტმზე, სპეციფიკაზე, თუ როგორ აგვარებენ სოფელში არსებულ პრობლემებს. 

„ბრეთის თემის საკრებულოს წევრებისთვის მთავარ პრიორიტეტად და საკითხად დასახელდა გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებს მარადმწვანე მცენარეთა კედრის, ფიჭვის და ტუიას ნერგები გადასცეს. საკრებულოს რწმუნებულის მოადგილემ, როზა ედილაშვილმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ნერგების დარგვაში, რითაც საკუთარი წვლილი შეიტანა სკოლის გამწვანებაში.

საღოლაშენის საჯარო სკოლა და კლუბი „მერანი’’ მოხარულია ბრეთის საკრებულოსთან წარმატებული ურთიერთობებით და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203