ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ხასიათის პრეზენტაციებს ატარებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაგეგმეს პრეზენტაცია ბიოლოგიაში.
პრეზენტაცია, რომელშიც ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის კარინა გარიბიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილის ეს სტილი იყო სიახლე. მათ აღნიშნეს,რომ ჯგუფებში მუშაობა იყო საინტერესო და სახალისო. გარდა ფოტო მასალებისა, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თვალსაჩინოებებიც წარმოადგინეს. პრეზენტაციას სკოლის დირექტორი და სომხური სექტორის სხვა მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.
რიმა გარიბიანმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს და პედაგოგს,რომელმაც სასწავლო პროცესში სიახლე შეიტანა.
იხილეთ ფოტოები