გორის N4 საჯარო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა.
აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის მიზანი იყო მშობლების საგნის მასწავლებლებთან ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზება.
მშობლებმა სასკოლო მიღწევებთან და პრობლემებთან დაკავშირებით კითხვარები შეავსეს.
ღონისძიებას ორგანიზება მოსწავლეთა თვითმმართველობამ გაუწია.
იხილეთ ფოტოები