ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პირველ და მეორეკლასელებს გაკვეთილები ჩაუტარეს
თბილისის, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნათია ძამუკაშვილის დახმარებით, პირველ და მეორეკლასელებს გაკვეთილები ჩაუტარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პატარა მეგობრებს ლაბორატორიაში ქცევის წესები აუხსნეს, ქიმიური ჭურჭელი აჩვენეს, საშიში ნივთიერებების შესახებ ესაუბრნენ და მრავალფეროვანი ცდები ჩაატარეს.
იხილეთ ფოტოები სრულად