თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პროექტს ახორციელებენ
26-11-2018
თბილისის N48 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მწვანეები“ წევრები პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პროექტს ახორციელებენ.

კლუბის წევრები მე-10 კლასის მოსწავლეები არიან. კლუბს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა ფუხაშვილი ხელმძღვანელობს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში კლუბის წევრებს უამრავი ღონისძიება აქვთ დაგეგმილი.

პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა კითხვარი შეადგინეს და თემში გამოკითხვა ჩაატარეს. მოსწავლეები შეეცადნენ გაერკვიათ, თუ როგორია მოქალაქეთა ცნობიერება და რამდენად მისდევენ ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრების ჯანსაღ წესს.

იხილეთ ფოტოები სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203