წალკის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის მეთოდებს სწავლობენ
26-11-2018
ქალაქ წალკის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის განსხვავებული და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი, რომელიც წალკის N2 საჯარო სკოლის I ა კლასის მასწავლებელმა ციური სურმანიძემ ჩაატარა, მოსწავლეებისთვის ჯგუფურად მუშაობის მეთოდების შესწავლას ისახავდა მიზნად.
გაკვეთილი, სათაურად „მხიარული ბანქო“ მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს და საინტერესო აქტივობებს სიამოვნებით გაართვეს თავი. იხილეთ ფოტოები