ახალციხის N5 საჯარო სკოლაში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა ხორციელდება
26-11-2018

უკვე ერთ თვეზე მეტია ახალციხის N5 საჯარო სკოლაში „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სამი სპეციალობა:  ჭრა-კერვა, ხის დამუშავება და სერვისი და სერვირება ისწავლება. 

სკოლას საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზართან“ აქვს გაფორმებული მემორანდუმი. 

აღნიშნულ პროგრამებში ჩართული მოსწავლეები დიდი მონდომებით ეუფლებიან პროფესიებს და მადლობას უხდიან საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარს“ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის დაფინანსებისათვის. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203