ღვირიშის საჯარო სკოლის ეზოში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო
27-11-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ღვირიშის საჯარო სკოლის ეზოში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. სპორტული ობიექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გახსნა.
საზეიმო ცერემონიალს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მერის მოადგილეები გიორგი მახათაძე და მიხეილ მეშველიანი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მოადგილე რევაზ ხეცურიანი, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე და წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ესწრებოდნენ.
მიწვეულ სტუმრებს სამადლობელი სიტყვით ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორმა ტრისტან გუგავამ მიმართა. იხილეთ ფოტოები