Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს უჩამბის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ჯემალ გამრეკელიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი განათლებას იღებს, ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ივითარებს და ღირსეულ მოქალაქედ ყალიბდება - სკოლა ცხოვრების მასწავლებელია.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, დისციპლინირებული და აქტიური, წინსვლაზე ორიენტირებული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს წარმატებული მოსწავლეებით.
დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი მენეჯერი.
განათლება არის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პირობა.