გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პერსონაჟებზე ისაუბრეს
27-11-2018
წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლაში პროექტი „მე ვარ პეპი“ ჩატარდა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ერთი დღით საყვარელი წიგნების საყვარელ პერსონაჟებად გადაიქცნენ. 

მათ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თავიანთი პერსონაჟები, უპასუხეს კითხვებს და მცირე პრეზენტაცია გამართეს. 

პროექტს ირა ძირკვაძე და ციცინო გობაძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203