„განათლება სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველია“ - სკრის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორის ბლიცპასუხები
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს სკრის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ასმათ კურტანიძე გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მომავალი მოქალაქე ყალიბდება.
საუკეთესო მოსწავლე არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ინტერესიანი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს საინტერესო საგაკვეთილო პროცესითა და მოსწავლეთა შედეგებით.
დირექტორი უნდა იყოს ინოვატორი, პრინციპული და პასუხისმგებლობიანი პიროვნება.
განათლება არის სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველი.