ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში მავნე ნივთიერებებზე ისაუბრეს
27-11-2018

გორის მუნიციპალიტეტის ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში პროექტი „არა ნარკომანიას“ განხორციელდა. 

პროექტის მიზანი იყო მოსახლეობისა და მოზარდების ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკების ზემოქმედების შესახებ. 

„პროექტში მონაწილე მე-9 კლასის მოსწავლეები დანაწილდნენ ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი გავიდა თემში, გამოკითხეს მოსახლეობა აღნიშნულ თემაზე წინასწარ შედგენილი კითხვარით, ასევე გამოკითხეს სკოლის მოსწავლეები. ამ აქტივობის შესრულებით გამოიკვეთა რამდენად ინფორმირებულები იყვნენ თემის წევრები და სკოლის მოსწავლეები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მაია შერმადინიც ესაუბრა. 

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ასევე, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი, ბუკლეტები და მოსახლეობას დაურიგეს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203